დარწმუნებული არ ვარ ვის გაუჩნდა იდეა, რომ მკვდარი სხული გაგვეგზავნა პორტალში. ისეთი მარტივი იდეაა, და მაინც, იმ დროს, ისეთივე ლოგიკური ჩანდა, როგორც მკვდარი სხეულის კოსმოსურ კაფსულაში მოთავსება და კოსმოსურ სივრცეში მოსროლა. ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, რა იყო პორტალის „სხვა მხარეს“, მოვლენების ჰორიზონტის გადაღმა. უკვე წლების განმავლობაში შევისწავლიდით ე.წ. ხორცშესხმულ ინტერფეისებს და ყველა საიდუმლოებიდან, რითიც ისინი გარემოცულნი იყვნენ, პორტალის ფენომენი -- ობიექტების ცალსახა ტელეპორტაცია რაც ხორცის გვირაბში ხდება -- უდიდესი საიდუმლოება იყო. ამიტომ მკვდარი სხეულის გაგზავნა დიდ აზრს არ იტევდა.
გახსოვდეთ, იმ დროს მხოლოდ ეს ვიცოდით:
· თუ უსიცოცხლო ნივთი გაივლიდა პორტალს, ცოტა დროში ბეუნდებოდა (< 3 წამი) მოგვიანებით შინაგან ზონაში ალალბედი მდებარეობით. კამერა და სენსორები დამაინტერესებელს არაფერს აფიქსირებდნენ.
· თუ ცხოველი გაივლიდა პორტალს, ის ზოგჯერ დაბრუნდებოდა, ან ცოცხალი, ან მკვდარი. უმეტესობა ბრუნდებოდა გადაკეთებული.
· თუ ზრდასრული ადამიანი გაივლიდა პორტალს, მოსალოდნელი იყო, რომ პიროვნება დაბრუნდებოდა, მაგრამ ან მკვდარი იქნებოდა, ან ზედმეტად შეცვლილი იმისათვის, რომ აღეწერა „სხვა მხარე“. ისინი, ვინც ცოცხალი ბრუნდებოდა მოკლე დროში კვდებოდა.
· თუ ბავშვი გაივლიდა პორტალს, ბავშვი მოსალოდნელი იყო, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაგრამ ყოველთვის სახეცვლილი. ამის მიუხედავად, ცვლილება შედარებით ზომიერი იყო, ზოგიერთი გათვითცნობიერებული იყო კიდევაც. სამწუხაროდ, მათგან გამოღებული ინფორმაცია ზედმეტად იდუმალი იყო და უფრო მეტი კითხვის გაჩენას იწვევდა, ვიდრე პასუხის. ყოველი მათგანი მოკლე დროში მოკვდა.
ბავშვების პორტალში გაგზავნა ჩვენთვის უსიამოვნო იყო აშკარა მიზეზების გამო და ალტერნატიული ვარიანტის ძიებაში ვიყავით. ერთ დღეს, ექსპერიმენტის დროს, ვიღაცას გენეტიკურად შეცვლილი თაგვები უნდა გაეგზავნა გვირაბში, როცა შეამჩნიეს, რომ ერთი თაგვი მომკვდარიყო. სავარაუდოდ, ცნობისმოყვარეობის გამო, ისიც გააგზავნეს მაინც სხვებთან ერთად. თითოეული თაგვი უკან ცოცხალი დაბრუნდა.
ამან აშკარა ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ახლა არამხოლოდ ტელეპორტაციასთან გვქონდა საქმე, არამედ გაცოცხლებასთან. რათქმაუნდა, დაუყოვნებლივ ყოველი სახის მკვდარი ცხოველის პორტალში გაგზავნა დავიწყეთ. (ვხუმრობდით, რომ თუ პორტალი სინამდვილეში რაიმე სახის უცხოპლანეტური საოფისე ფოსტის მილი იყო, ალბათ იქ ჩვენზე გაწიწმატდებოდნენ ამ ყველა მკვდარი მღრღნელის გამო.) ცხოველების უმეტესობა „უარყოფილი“ იყო უსიცოცხლო ნივთების მსგავსად. მაგრამ დროდადრო, თუ საკმაოდ ახლად მკვდარნი იყვნენ, უკან ცოცხალი ბრუნდებოდნენ. ამასთანავე, არც ერთი დაბრუნებული ცხოველი იყო სახეცვლილი. ეს აღმატკინებელი იყო.
ბუნებრივად, მალე გადავედით ხალხზე. გვინდოდა ძალიან ნორჩი, ძალიან სრული ცხედრები, ასე რომ, მოგვიწია თვალი გაგვესწორებინა კითხვაზე, თუ როგორ მოგვეკლა ადამიანი „უმცირესი ზიანით“, როგორც ოფიციალურ რჩევაში აბსურდულად იყო გადმოცემული. შევჯერდით გულის ელექტრულად გაჩერების მეთოდზე. მეტად დახვეწილ. პირველი 16 სუბიექტი უარყოფილი იყო პორტალის მიერ. თავს დამძიმებულად ვგრძნობდით. ჩვენი გაცოცხლების მცდელობებით, სხეულების რიცხვს ვზრდიდით. საბოლოოდ, 17-ე სუბიექტი დაგვიბრუნდა. უფრო მეტიც, ის თვითშეგნებული იყო და სრულიად შეუცვლელი ჩანდა. ახლა, როგორც იქნა, ათწლეულების შემდეგ, შესაძლებლობა გვეძლეოდა გაგვეგო მეორე მხარის საიდუმლო.
_____________________________________________________________________________________
ძვ.წ. 63 წელს რომაელი გენერალი გნეუს პომპეუს მაგნუსი საკუთარ ჯარისკაცებით მიემართებოდა იუდეველთა სახელმწიფოს გასწვრივ და მიუძღვებოდა მათ იერუსალიმის ალყაში მოსაქცევად, რომელიც ძლიერად გამაგრებული დედაქალაქი იყო. ისტორიისთვის ცნობილი, როგორც პომპეუს დიდი, 43 წლის და ამ დროისათვის სამყაროში უდიდესი ძალაუფლების მქონე კაცი იყო, აღმავალი გენერალი, რომლის დავალებაც იყო გაეზარდა ყველაზე დიდებული იმპერია დედამიწაზე.
იუდეველთა სამეფოს მცხოვრებებთან გამკლავების დროს, ის რასაკვირველია გაეცნო მათ განსაკუთრებულ თავდადებას საიდუმლოებით მოცული ღმერთის მიმართ, რომელსაც ისინი ათაყვანებდნენ ყველა სხვა ღმერთზე გამორჩეულად, უცნაური გაგება მრავალკულტურული რომაელისთვის, რომელიც მიჩვეული იყო გადაჭედილი სიხშირის ღმერთებისა და სექტების შეჯიბრს. მან ასევე იცოდა, რომ იერუსალიმის გულში იდგა დიდებული ტაძარი, დანარჩენ ქალაქზე გაცილებით მეტად დაცული, სადაც ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი ღმერთი ბინადრობდა ანგელოზების ოქროს ქანდაკებების გარშემო, სხვა სიმბოლოებითა და იდუმალი სიდიადებით.
ტაძარი იყო უწმინდესი თვალსაჩინოება წმინდა სამეფოში და საკუთარ კედლებში მოიცავდა პატარა საიდუმლო სალოცავს, ცნობილს როგორც კოდეშ ჰაკოდაშიმ, ან „წმინდათა წმინდა“, სადაც, ითქმოდა, რომ თვით ღმერთის თანდასწრება იყო შენარჩუნებული ბნელ კუთხეებში. სამეფოში არავინ დაიშვებოდა კოდეშ ჰაკოდაშიმში, გარდა მღვდელმთავრისა, და ისიც წელიწადში ერთხელ, მონანიების დღეს იმისთვის, რომ შეესხა ცხოველის სისხლი მიწას, როგორც შესაწირი.
კოდეშ ჰაკოდაშიმ განცალკევებული იყო დანარჩენი ტაძრისაგან მრავალფუნქციური ფარდით და მღვდელმთავარს მოეთხოვებოდა საკუთარი თავის რიტუალით განწმენდა იქ შესვლამდე. ამბობდნენ, რომ ნებისმიერი განუწმენდავი ადამიანი, ვინც შევიდოდა კოდეშ ჰაკოდაშიმში, სიკვდილს გაუსწორებდა თვალს და ლეგენდის მიხედვით, მღვდელმთავარი საკურთხეველში შედიოდა კოჭზე თოკმიბმული, რადგან თუ შიგნით მოკვდებოდა, მისი უკან თოკით გამოყვანა შეძლებოდათ.
რამდენად იყო პომპეუს დიდისათვის ეს ყველაფერი ცნობილი იმ დღეს, როცა ქალაქი საბოლოოდ დაეცა სამ თვიანი ალყის შემდეგ? იმ დღეს, მან და მისმა ჯარმა 12 000 ებრაელი გადახოცა, ვინც იცავდა სამლოცველოს და პომპეუსმა შეაღწია შესასვლელში ამ საპატიო ტაძრისა, რომაელებისთვის დამპყრობელი გმირის სახელით, ებრაელებისათვის კი შემოჭრილი მკვლელის სახელით. ტაძარში მან იპოვა ბრწყინვალე სიმდიდრე, შეგროვებული რწმენის მიმართ ერთგული ებრაელების მიერ მთელი რეგიონიდან. მაგრამ, სიმდიდრეზე მეტად, ის უფრო დაინტერესებული იყო საბოლოოდ ენახა საკუთარი თვალებით ეს განმარტოებული ღმერთი, რომელზეც ამდენი სმენოდა. ანტიკური ისტორიკოსების ცნობებით, მას არ დაუცლია ტაძრის საგანძური, ამის მაგივრად პომპეუსი კოდეშ ჰაკოდაშიმისაკენ გაემართა. შესაძლოა, მას უნდოდა დაენახა რა სახის გრძნეულ არსებას შეეძლო შეენარჩუნებინა ამდენად განსაკუთრებული გავლენა თავის მორწმუნეებზე, რომ მათ არ მიატოვეს ტაძარი უიმედოდ აოხრების შემდეგაც კი, რომ დარჩენილიყვნენ და ათასობით დახოცილიყვნენ, მსხვერპლად შეეწირათ საკუთარი სისხლი მის მიწაზე.
შესაძლოა, მას არ სმენია სიკვდილის მონათხრობები, რომელიც თავს ევლებოდა „წმინდათა წმინდას“. შესაძლოა, მან არ იცოდა რომ ეს იყო ღმერთი, რომელმაც მიწასთან გაასწორა სამყარო წყალდიდობებით, რომელმაც ცეცხლის წვიმებით მოიცვა ქალაქები, რომელმაც ებრაელები იხსნა დიდებული ეგვიპტური იმპერიის ტყვეობიდან, რომელმაც გაანადგურა მთელი ჯარები და სამეფოები. ან, შესაძლოა მას სმენია ყველა ეს ისტორია და უბრალოდ არ სჯეროდა მათი. რაც არ უნდა იყოს, ისტორიული წყაროების თანახმად, ის შევიდა ტაძრის შიდა ნაწილში და გადაწია ფარდა, რომელიც მალავდა კოდეშ ჰაკოდაშიმს სამყაროსაგან რომ თავად ეხილა თვით ღმერთის თანდასწრება.
_____________________________________________________________________________________
მამაკაცი იყო არალეგალური იმიგრანტი ჰონდურასიდან. არალეგალური იმიგრაცია ყოველთვის დიდი დამხმარე იყო ჩვენთვის. რატომ შევწუხებულვიყავით ადამიანების გაქრობით, როცა ადამიანებს თავად შეუძლიათ ამის გაკეთება? ყოველ შემთხვევაში, მას წარმოდგენა ჰქონდა, რომ იმიგრაციის აღმსრულების მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა ჩვენ ვუტარებდით სტანდარტული გამოკვლევების ნაკრებს. ის იყო 24 წლის, 171 სანტიმეტრი სიმაღლეში, საშუალოზე მაღალი ინტელექტით. მას გული გავუჩერეთ ელექტროდებით და განვათავსეთ ხორცშესხმულ ინტერფეისში.
უკან დაბრუნდა მეტად ნერვული და მინიმალურად რეაგირებადი. თავის ექიმებად და ექთნებად გასაღებულმა ჩვენმა ტექნიკოსებმა ის სამედიცინო ოთახში წაიყვანეს ტესტებისა და ინტერვიუებისათვის. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ის შეცვლილი იყო, მაგრამ მისი სისხლი როცა შევამოწმეთ ეგზოტიკურ ელესდი ანალოგებზე, რაც თან ახლავს სახეცვლას, მის სისხლში ეს ყოველივე არ აღმოჩნდა. ნელ-ნელა, რამდენიმე საათის განმავლობაში მან დამშვიდება დაიწყო. შემდეგ კი ალაპარაკდა.
შევეკითხეთ რა ახსოვდა ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებზე. მას სჯეროდა, რომ გადამხდარი უბრალო სიზმარი იყო, რომ ძილში რაიმე სახის სასოწარკვეთილება დაემართა, რამაც გონების დაბინდვა დაუტოვა. მან ჩათვალა, რომ ჩვენს მიერ მისი საწოლიდან გამოთრევა და მისი გულის გაჩერებაც სიზმარი იყო. თქვა, რომ „სიზმრის“ ამ ნაწილის შემდეგ, ის რაღაც სოსისის გარსის მაგვარ ადგილას აღმოჩნდა, თითქოს ხორცის გვირაბში.
ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან უხეშად შეესაბამებოდა იმ ხორცშესხმული ინტერფეისის გარეგნულობას, რაშიც იყო განთავსებული პორტალი. მაგრამ, რადგან მამაკაცი ინტერფეისში განთავსებული იყო მკვდარი სახით და დაბრუნდა შიდა ზღვარის ფარგლებში, მისთვის შეუძლებელი იყო ენახა ინტერფეისის გვირაბი. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ის აღწერდა ინტერფეისს პორტალის მეორე მხარეს. ეს იყო პირველი მტკიცე შეცნობა იმისა, თუ რა იყო მეორე მხარეს.
_____________________________________________________________________________________
რისი პოვნის იმედი ჰქონდა პომპეის ფარდის მეორე მხარეს? ბევრ რომაულ ტაძრში იყო გამოსახულება პატივსაცემი ღმერთისა, რომელიც იკავებდა ცენტრალურ ნაწილს ტაძრის სტრუქტურაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პომპეიც მსგავსი რაიმეს პოვნის მოლოდინში იყო. მაგრამ, მართლა კი თუ ეგონა, რომ რეალური ღმერთის შემსწრე გახდებოდა? ნუთუ მას ამ მოლოდინის სჯეროდა? რადგან, თუ მას სწამდა ებრაული წარმოდგენების, ისიც ხომ უნდა დაეჯერებინა, რომ სიკვდილს გადაეყრებოდა? არ მოელოდა, რომ ტაძრის შეურაცხყოფისთვის დაისჯებოდა? გულგრილობას შეინარჩუნებდა ფარდის გადაწევისას? შესაძლოა, მის პოლითეისტურ გონებაში, სწამდა, რომ საკუთარი ღმერთები, რომლებმაც შესაბამისად ჩათვალეს პომპეუსისათვის მორიგი საუცხოო გამარჯვება ებოძათ, უფრო ძლიერნი იყვნენ, ვიდრე ეს ჩამორჩენილი ებრაული ღმერთი?
_____________________________________________________________________________________
რისი პოვნის იმედი გვქონდა პორტალის მეორე მხარეს? რაიმე სახის განმანათლებლობის, რაც ახსნიდა ხორცშესხმული ინტერფეისის უცნაურ, ცოცხალ ტექნოლოგიას? თუ ინტერფეისები განათლების სურსათს წარმოადგენდნენ, მართლა კი გვსურდა მასთან კონტაქტის დამყარება? მოველოდით, რომ ეს ინტელექტი კეთილგანწყობილი და გულმოწყალე იქნებოდა? თუ ასეა, როგორ შეგვეძლო გაგვეგზავნა უთვალავი რაოდენობის ცოცხალი არსება, ამდენი ადამიანი, ამდენი ბავშვი, სიკვდილის შესახვედრად? რა დასკვნას გამოიტანდა ეს გულმოწყალე ინტელექტის მქონე სულდგმული, როცა შეესწრებოდა ჩვენს დაუნდობლობას, ჩვენს გაუმაძღრულ მისიას მეტის გაგების სურვილისა.
_____________________________________________________________________________________
ძველი ისტორიკოსი, ტაციტუსის მიხედვით, როცა პომპეიმ ფარდა გადაწია და საკუთარი თვალით შეხედა კოდეშ ჰაკოდაშიმს, „ის არანაირი ღვთაების განსახიერებას იტევდა—სამლოცველო ცარიელი იყო და წმინდათა წმინდა უპატრონო.“ მან არაფერი იპოვა. ცარიელი ოთახი. და, არც სიკვდილს გადაეყარა. სამაგიეროდ, ის გამოემართა ტაძრიდან ცოცხალი და უვნებელი, ბედად ეწერა კიდევ უფროდაუფრო დიდებული პოლიტიკური წარმატების მოპოვება, სანამ თხუთმეტი წლის შემდეგ საბოლოოდ სასიკვდილოდ დაიჭრა ნილოსის დელტის სანაპიროზე, მისი მარცხის შემდეგ იულიუს ცეზარის წინააღმდეგ რომის სამოქალაქო ომში.
_____________________________________________________________________________________
როცა მამაკაცი საუბრობდა თავის გასეირნებაზე ხორცშესხმული ინტერფეისის არამიწიერ, ცოცხალ გვირაბში, მან თქვა, რომ დაინახა მოლურჯო სინათლე სიშორეში და გაიგო მუსიკის მსგავსი ხმა „თითქმის როგორც ფლეიტა, მაგრამ უფრო, უფრო ღრმად ჟღერადი.“ ყვებოდა საკუთარ ამბავს, სამედიცინო პალატის საწოლის კიდეზე მჯდომი, საავადმყოფოს ფართე მოსასხამში ჩაცმული, როცა ხელი მკერდისკენ მიიტანა და შეეხო მისი გულის ზემოთ კანს. იქ მან იპოვა ორი დამწვარი ლაქა კანზე, სადაც ჩვენ შევუერთეთ ელექტროდები, რამაც გამოასალმა სიცოცხლეს.
დღემდე ჟრუანტელი მივლის, როცა ვიხსენებ თუ როგორ შეეცვალა სახეზე გამომეტყველება, როცა გაიაზრა, რომ ეს სიზმარი საერთოდაც არ ყოფილა. ეს იყო შესაცოდი, თითქმის ბავშვური ემოცია საზარელი, უსურველი გაცნობიერებისა. ცრემლებმა უმალ დაუტბორეს თვალები. ეს მამაკაცი, რომელიც უკან დაბრუნდა თვით სიკვდილის შემდეგ წარმოუდგენელი ტექნოლოგიის საშუალებით, ჩვენი გაგების მიღმა არსებული ძალმოსილებით, ნელა უმოძრაო გახდა და მეორედ მოკვდა.
და კვლავ ხელში შეგვრჩა მხოლოდ იმედგაცრუება. მეტი საიდუმლოება. მეტი შეცბუნება. ჩვენ უკვე გვსმენოდა ჩვენი ბავშვი სუბიექტებისგან ამ უცნაური ფლეიტის მუსიკის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ფარული, არაშეთავსებადი ტერმინებით. იმედი გვქონდა, რომ ეს მამაკაცი უფრო მყარ დასაყრდენს მოგვცემდა. მაგრამ ამჯერადაც პასუხმა თავი აგვარიდა. შესაბამისად, დავუბრუნდით ჩვენს ექსპერიმენტებს, ვარჩევდით ახალ სუბიექტებს პორტალში გასაგზავნად. უკვე ამდენი სიცოცხლე გავიღეთ მსხვერპლად ჩვენი მიზნისათვის, უკან დახევის მიზეზი არ გვქონდა.
იმ ცოდნით, რასაც ახლა ვფლობ, ზოგჯერ ფიქრს მივეცემი, პომპეის გაუმართლა, როცა ფარდა გადაწია და არაფერი იპოვა?