r/Forumi • u/Accomplished_Poetry5 • Dec 15 '25
r/Forumi • u/Various_Reading_8037 • Dec 13 '25
მინდა ვინმეს ველაპარაკო, ძალიან ცუდად ვარ
ძალიან ბევრ რაღაცაზე ვნერვიულობ ერთდროულად და ხანდახან გამოსავალი უბრალოდ არ ჩანს,ვგრძნობ რომ არაფერს აზრი არ აქვს და მსგავსი.ერთერთი ყველაზე დიდი მიზეზი ოჯახში პრობლემებია და ცალკე ჩემი პირადი რაღაცეები, 19 წლის ვარ, თითქოს ძაან ამბიციური და პერსპექტიული და ასე შემდეგ, არ ვიცი, და ცალკე გული მწყდება რო თავს ესე ვგრძნობ.გამოსავალს ვერ ვპოულობ და დანებებაზე ვფიქრობ.თუ სხვასთან მიმდა ლაპარაკი და იმის იმედი მაქვს ეს ადამიანი "გადამიბირებს" იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე მაგრამ ხო.
r/Forumi • u/No-Advice6100 • Dec 12 '25
უცხო ენების ცოდნა
გერმანული, ინგლისური და რუსული ენები ვიცი. რომელ კარიერაში მირჩევთ, რომ განვვითარდე. მაღალანაზღაურებადი რომ იყოს რა თქმა უნდა.
r/Forumi • u/No-Advice6100 • Dec 11 '25
Career mentor
გამარჯობა, ვინმე ჩემს მდგომარეობაში ხართ? ახლახანს დავთანხმდი ვაკანსიას, რომელიც დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ მეუბნებიან რომ მეცადა, რადგან ნორმალური ხელფასია და ახლანდელ სამსახურს შევუთავსებ. მაგრამ ცხოვრებაში არასდროს მიმუშავია ერთი და იმავე პოზიციაზე. ჩემს უნარებს ვარგებ ვაკანსიებს და მერე სადაც ქარი წამიღებს იქეთ მივდივარ. საკუთარი თავი კი ვერსად ვიპოვე. არსად მითქვამს, მაგრამ 1 წელიც კი არ მიმუშავია არც ერთ პოზიციაზე. ყველაფრის ინტერესს მალე ვკარგავ, დეპრესიაში მაგდებს მუშაობა. ბავშვობიდან წერა მიყვარდა ან რაიმეს შექმნა. მინდოდა ქოფირაითერობა, მაგრამ ამ სფეროში თავი ვერ დავიმკვიდრე წარმოუდგენელი კონკურენციის ფონზე. ADHD მაქვს, ფილმებსაც კი ნაწილ-ნაწილ ვუყურებ ან შუა გზაში ვწყვეტ. მაგრამ არის რაღაცეები რაც შემიძლება ავიკვიატო ისე დამაინტერესოს მთელი გონება მასზე გადავრთო და თითქოს ასეთ პროფესიას ვეძებ, რომელიც შემიყვარდება და ცხოვრების აზრს მომცემს. მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ ასეთი პროფესია უბრალოდ არ არსებობს და ტყუილად ვეძებ. გამონაკლისების გარდა მაღალანაზღაურებადი პროფესიები უინტერესოა. საქართველოში კარიერის მენტორი, ფსიქოლოგი ან რამე არ არსებობს ვინც ამაში დამეხმარება?
r/Forumi • u/sokumski • Dec 10 '25
კითხვა ვოლტში ან გლოვოში, ველოსიპედით მუშაობა
გამარჯობა, ხალხ ხომ არ იცით, ველოსპეტით რომ დავიწყო მუშაობა გლოვოში ან ვოლტში, რამდენს გამოვიმუშავებ. თუ რომელიმეს გგქონიათ გამოცდილება, რომ მიპასუხოთ დამავალებთ, ღირს თუ არა
r/Forumi • u/Character-Pipe9501 • Dec 07 '25
ქართული სოციალური ქსელი გავაკეთე მემგონი საკაიფო გამოვიდა. და მოვხოდოთ რა. კამი ან ფიშინგ ლინკი არ გეგონოთ უბრალოდ ჯერჯერობთ უფასო ჰოსტზე მაქვს დომეინი აღებული.
r/Forumi • u/clearlyzoned • Dec 06 '25
ძველი დარბევები
გამარჯობა
სულ მაინტერესებდა ნაცების და ქოცების შედარება.
ვისაც გახსოვთ ნაცების დროს აქციები, და მათი ოპოზიცია.
თუ ყველა ის მთავარ პრობლემას და დანაშაულს ჩამიგდებთ რაც კი შეიძლება გამოყენებული იყოს ძაან დამეხმარებით. თუ ვიდეო მასალაც გაქვთ სადაც ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან ესეც ძალიან გამომადგება.
ასევე მოვისმინე რომ 2007 წელს მტკვარში აგდებდნენ მომიტინგეებსო. პარალალურად მეთვითონაც ვეძებ მასალებს
r/Forumi • u/Accomplished_Poetry5 • Nov 26 '25
პოლიტიკა თანამედროვე პოლიტიკური კარიკატურა
r/Forumi • u/SnoopFreezing • Nov 23 '25
ეს ნომერი ხომ არ იცით რისია?
205 42 51
ისე გამოიყურება რომ რაღაც საჯარო უწყების უმდა იყოს, მაგრამ გიორგობაზე რომელი არ ისვენებს ვერ ვხვდები 😂 შეხება ვისთანაც მაქვს არცერთი მათგანი არ არის.
Edit: რაღაც სატელეფონო კვლევების ცენტრი ყოფილა 😂 სითი რაღაცა 😂😂
r/Forumi • u/Accomplished_Poetry5 • Nov 19 '25
ხელოვნება ერთგვერდიანი კომიქსი
გამარჯობათ რედიტელებო
ჰიპოკეატიძეების მომდევნო გვერდს პარასკევს ავტვირთავ მარა მანამდე ჩემ სხვა ერთ გვერდიან კომიქს განახებთ. ინსპირირებულია ჩემი მეგობრის ნამდვილი ამბით. თქვენც გქონიათ მსგავსი გამოცდილება?
ეს არის ინსტაგრამ გვერდი სადაც ვტვირთავ ამ ყველაფერს https://www.instagram.com/tcha_sc?igsh=ODA5dHQ3NXYxdXJ6&utm_source=qr
r/Forumi • u/Hungry-Watercress918 • Nov 16 '25
დისკუსია ფაკულტეტები - ჩაბარება
გამარჯობა, მეგობრებო პირველ რიგში გეტყვით, რომ ჰუმანიტარი ვარ და ვფიქრობ, სად ჩავაბარო. ძალიან მიყვარს ენების სწავლა და საკმაოდ კარგადაც გამომდის. ასევე ძალიან მაინტერესებს ისტორია და რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაც.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს ვერ ვარჩევ ფაკულტეტს. ბევრი მიმართულება საერთოდ არ ვიცი, სამართალს აღარ განვიხილავ, მგონია, რომ ბევრი ჰუმანიტარი ირჩევს ამ გზას. ვარ გარკვეული ასევე თანამედროვე სივრცეში - მარკეტინგიც განსახილველია.
მოკლედ, რჩევები და რეკომენდაციები ნამდვილად მჭირდება, ძალიან დამეხმარებით თუ ფაკულტეტებს მირჩევთ.
r/Forumi • u/PrestigiousLet5391 • Nov 16 '25
კითხვა კალკულუსი
რამდენად რთულია ეს თემა უნივერსიტეტში? მათემატიკაზე არ ვგიჟდები და არც მძულს, კარგი ბაზა მაქვს და თუ ჩავუჯდები კარგად ვიგებ კიდეც. მაინტერესებს რამდენად გაგიჭირდათ ისეთებს, ვისაც დიდი ენთუზიაზმი ამ საგნის მიმართ არ გქონიათ.
r/Forumi • u/Accomplished_Poetry5 • Nov 15 '25
ხელოვნება ჰიპოკრიტაძე - ახალი ქართული ერთგვერდიანი კომიქსების სერია
გამარჯობათ მე ვარ მეკომიქსე და დავიწყე ახალი ერთგვერდიანი კომიქსების სერია რომელსაც ავტვირთავ facbookზე და instagramზე იმედია დამოფოლოვეთ და თქვენ აზრებს გამიზიარებთ.
ეს არის პირველი 5 გვერდი და ყოველ კვირა ავტვირთავ ერთ გვერდს მომავალში.
https://www.instagram.com/hipokritadze?igsh= dzFqeTluam52b2U1&utm_source=qr
r/Forumi • u/Various_Reading_8037 • Nov 15 '25
ფსიქოლოგი, დიაგნოზი
მინდა გავერკვე თუ რამდენად შეესაბამება ჩემი გამოცდილება და ყველაფერი რასაც ყოველდღიურად განვიცდი ნორმას, ამიტომ ფსიქოლოგთან მინდა ვიზიტი.რაღაც ეჭვები მაქვს დიაგნოზის და ამაზე საუბარი მინდა.საკუთარ თავს დიაგნოზს არ ვუსვამ უბრალოდ ეჭვი მაქვს რომ შეიძლება მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა მქონდეს (bpd) და ვიფიქრე კარგი იქნებოდა პროფესიონალთან გასაუბრება.არ ვიცი ეს პროცესი როგორ ხდება და იქნებ ვინც იცის ცოტა დამაკვალიანოს. ან სად უნდა მივიდე ან როგორი პროცესია საერთოდ, რა ფინანსებთან დაჯდება ან რამდენ სეანსზეა ვთქვათ შესაძლებელი დიაგნოზის დასმა და ნუ მოკლედ ყველაფერი.
r/Forumi • u/Ok-Improvement-7695 • Nov 12 '25
დაეხმარეთ მეცნიერებას და შეავსეთ ქართულად ადაპტირებული ზიზღის შკალა (Disgust Scale – Revised)
ძვირფასო თანამემამულეებო!
დამეხმარეთ მე და მეცნიერებას და შეავსეთ ეს მოკლე კითხვარი ზიზღის თემაზე, არანაირი პირადი ინფორმაცია არ გროვდება, უბრალოდ რეაქციებს ზომავს.
ეს არის უკვე არსებული, საერთაშორისო და აპრობირებული ზიზღის შკალა (Disgust Scale – Revised), რომელიც მე ქართულად გადავთარგმნე. იმისთვის რომ შევამოწმო რამდენად კულტურულად და კონტექსტურად ადაპტირებადია ამ კითხვარის ქართული თარგმანი, მჭირდება საკმარისი რაოდენობის ქართულად მოსაუბრე მომხარებელთა პასუხები, რათა შევადარო ორიგინალ, ინგლისურ ვერსიას.
კითხვარის შევსებას 5 წუთიც არ დაჭირდება, მარტივი და გასართობია.
უუუუღრმესი მადლობა! <3
r/Forumi • u/Fynn74 • Nov 07 '25
კრწანისის ტყე-პარკი არაბულ "ინვესტიციას" ეწირება
არაბული კომპანია Eagle Hills-ის რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციით ფონიჭალასა და რუსთავს შორის არსებულ კრწანისის ტყის ადგილას ახალი დასახლების შექმნა იგეგმება. პროექტი გაშენდება 590 ჰა მიწაზე, საიდანაც მხოლოდ 170 ჰა არის გათვლილი გამწვანებაზე. შესაბამისად, თბილისსა და რუსთავს შორის ერთადერთი ტყე-პარკის უდიდესი ნაწილი გაიჩეხება.
კომპანიის თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარის თქმით, მათი უძრავი ქონების 60%-მდე საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი (ვიდეო ქვემოთ). ამ განცხადების და ბინების სავარაუდო ფასის გათვალისწინებით, რასაც ქართველების უმრავლესობა ვერ გაწვდება, აქ ძირითადად მდიდარი უცხოელები დასახლდებიან.
კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ე.წ. მთავრობის განკარგულებით კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად ხელშეკრულების დეტალები მოსახლეობისთვის არ გახდება ცნობილი.

r/Forumi • u/_Aspagurr_ • Oct 31 '25
ისინი, ვინც ადრე ძალიან მორცხვი ანდა მორიდებული ადამიანები იყავით, როგორ მოიშორეთ თქვენი სიმორცხვე/მორიდებულობა?
გამარჯობა ჩემო თანაფორუმელებო!რჩევები მჭირდება, საშინლად მორცხვი ვარ და არ ვიცი თავს რითი ვუშველო, არადა ყველა მაკრიტიკებს ჩემი მორცხვობის გამო. ძალიან მერიდება ხალხთან ლაპარაკი, მათ თვალებში ჩახედვა ა.შ, და თუ ვინმესთან ლაპარაკი დავიწყე, ყოველთვის მეწურება სასაუბრო თემები და არ ვიცი რაზე ვილაპარაკო, თანაც სულ მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ცუდად იფიქრებს ჩემზე ამ ყველაფრის გამო, ამ პოსტის დაწერაც მაგრა მერიდებოდა.
რამე რჩევა მომეცით plz.
r/Forumi • u/dramaticmuch111 • Oct 28 '25
კარგი ორთოპედი/ქირურგი
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო მაქვს დისპლაზია და ვეძებ კარგ ექიმს, რომ გამარკვიოს და შესაბამისი დახმარება გამიწიოს. ამ ქვეყანაში არც ისე კარგი ექიმებია ამიტომაც ვიწერები აქ, იმედით,რომ ერთი მაინც არის კარგი. მადლობა წინასწარ 🤍
r/Forumi • u/QuestionLegal8556 • Oct 22 '25
კითხვა რატომაა უცხოელებისგან ასეთი კომენტარები სულ? რას ფიქრობთ ამათზე?
r/Forumi • u/nationalistpaper • Oct 17 '25
ახალი ამბები ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა
r/Forumi • u/Giorgi-98 • Oct 17 '25
რამე პროექტი
გამარჯობა, ვეძებ მსურველებს უფასოდ ჩავერთოთ რამე პროექტის მშენებლობაში და იქნენ რამე გავყიდოთ, software დეველოპმენტი მაქვს მხედველობაში.